შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 567

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 567

სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ოპერაციები
თარიღი 20 ივნისი 1985
სხდომა № 2,597
კოდი S/RES/567 (დოკუმენტი)
თემა ანგოლა-სამხრეთ აფრიკა
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 567 მიღებულია 1985 წლის 20 ივნისს, ანგოლას სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, საბჭომ გაიხსენა 387 (1976), 428 (1978), 447 (1979), 454 (1979), 475 (1980), 545 (1983) და 546 (1984) რეზოლუციები და გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ აფრიკის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გავლით ქვეყანაზე (კაბინდის პროვინციაში) განხორციელებული თავდასხმების გამო.

საბჭომ მოსთხოვა სამხრეთ აფრიკას, შეეწყვიტა თავდასხმები და პატივი ეცათ ანგოლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.მან აღნიშნა, რომ ანგოლას აქვს თვითდაცვის უფლება და შეუძლია მიიღოს კომპენსაცია თავდასხმებისათვის.საბჭომ ასევე დაგმო სამხრეთ აფრიკა იმის გამო, რომ თავდასხმების პლაცდარმად იყენებდა ოკუპირებულ ნამიბიას (მაშინდელ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას) და სთხოვა გენერალურ მდივანს, გაეგრძელებინა სიტუაციის მონიტორინგი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]