შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 553

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 553

UNFICYP-ის ბუფერული ზონა
თარიღი 15 ივნისი 1984
სხდომა № 2,547
კოდი S/RES/553 (დოკუმენტი)
თემა კვიპროსი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცი 553 ერთხმად მიიღეს 1984 წლის 15 ივნისს. მასში აღნიშნეს გენერალური მდივნის მოხსენება, რომლის თანახმადაც, არსებული გარემოებების გამო, გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) ყოფნა კვიპროსში კვლავაც აუცილებელი იყო პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. საბჭომ გამოთქვა სურვილი, რომ ყველა მხარეს მხარი დაეჭირა ათპუნქტიანი შეთანხმებისთვის თემებს შორის მოლაპარაკებების განახლების შესახებ და სთხოვა გენერალურ მდივანს, 1984 წლის 30 ნოემბრამდე კვლავ წარედგინა ანგარიში რეზოლუციის განხორციელების თვალყურის დევნების მიზნით.

საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინა რეზოლუციები, მათ შორის 365-ე (1974) რეზოლუცია, გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის გამო, მოუწოდა ჩართულ მხარეებს მშვიდობის მისაღწევად ერთად ემუშავათ და კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა კვიპროსში ძალების განლაგება, 1984 წლის 15 დეკემბრამდე, რომელიც 186-ე (1964) რეზოლუციით იყო შექმნილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]