შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 547

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 547

აპარტეიდის ეპოქის ნიშანი (1989)
თარიღი 13 იანვარი 1984
სხდომა № 2,512
კოდი S/RES/547 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ აფრიკა
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 547 მიღებულია 1984 წლის 13 იანვარს, თემაზე წინა რეზოლუციების დადასტურების შემდეგ, საბჭომ გამოხატა შეშფოთება აფრიკის ეროვნული კონგრესის წევრის, მალესელა ბენჯამინ მალოიზესთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო.

რეზოლუცია მოუწოდებდა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას, რომ გაეუქმებინა ბატონი მალოიზესთვის დაკისრებული განაჩენი (სასჯელი), და მოუწოდებდა ყველა სხვა წევრ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, დახმარებოდნენ მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენაში. რეზოლუცია მიღებულია 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ,ხოლო საფრანგეთმა შეიკავა თავი.[1]

მალოიზეს, შავკანიან პოეტს, ბრალად ედებოდა პოლიციელის მკვლელობაში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ მალოიზე იმ დროს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, პრეზიდენტმა პიტერ ვილემ ბოთამ მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. 1985 წლის 18 ოქტომბერს მალოიზე პრეტორიის ცენტრალურ ციხეში ჩამოახრჩვეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ods Home Page.
  2. Freudenheim, Milt; Giniger, Henry; Levine, Richard (20 October 1985). „The toll rises in South Africa“. The New York Times.