გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 546
| გაეროს უს რეზოლუცია 546 | |
|---|---|
|
სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ოპერაციები | |
| თარიღი | 6 იანვარი 1984 |
| სხდომა № | 2,511 |
| კოდი | S/RES/546 (დოკუმენტი) |
| თემა | ანგოლა-სამხრეთ აფრიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 546 მიღებულია 1984 წლის 6 იანვარს, ანგოლას სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, საბჭომ გაიხსენა 387 (1976), 428 (1978), 447 (1979), 454 (1979), 475 (1980) და 545 (1983) რეზოლუციები და გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ აფრიკის მიერ ოკუპირებული სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გავლით ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.
საბჭომ სამხრეთ აფრიკას მოსთხოვა თავდასხმების შეწყვეტა და ანგოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, აღნიშნა,რომ ანგოლას უფლება აქვს თავდაცვისა და თავდასხმებისთვის კომპენსაციის მიღების. მან ასევე მოუწოდა სამხრეთ აფრიკას, შეეწყვიტა სამხრეთ ანგოლას ოკუპაცია და გაეყვანა თავისი ძალები. რეზოლუციამ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გაეწიათ ეკონომიკური დახმარება ანგოლისთვის, ასევე აღესრულებინათ 418 (1977) რეზოლუცია სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს შესახებ. მან ასევე მოითხოვა, რომ გენერალურმა მდივანმა განაგრძოს სიტუაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს საბჭოს ანგარიში.
რეზოლუცია მიღებულია 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ თავი შეიკავეს.