გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 527
| გაეროს უს რეზოლუცია 527 | |
|---|---|
|
სამხრეთ აფრიკა-ლესოთოს საზღვარი | |
| თარიღი | 15 დეკემბერი 1982 |
| სხდომა № | 2,407 |
| კოდი | S/RES/527 (დოკუმენტი) |
| თემა | სამხრეთ აფრიკის და ლესოთოს საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 527 მიიღეს 1982 წლის 15 დეკემბერს, ლესოთოს მეფის მოშვეშვე II განცხადების მოსმენის შემდეგ, საბჭომ, გენერალური ასამბლეის რეზოლუციასთან ერთად, დაგმო სამხრეთ აფრიკის მიერ ლესოთოზე განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია მატერიალური ზიანი და 40 ადამიანის დაღუპვა.[1]
რეზოლუცია მოითხოვდა ლესოთოსთვის კომპენსაციის გადახდას თავდასხმისთვის, ხოლო თავად ლესოთო შეაქო იმისთვის, რომ აპართეიდისგან გაქცეულებს თავშესაფარს აძლევდა ქვეყანაში. აგრეთვე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს ეკონომიკური დახმარება აღმოეჩინათ ლესოთოსთვის. სამხრეთ აფრიკამ უარი თქვა კომპენსაციის გადახდაზე.[2]
საბჭომ კვლავ დაადასტურა საერთაშორისო პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა, სთხოვა გენერალურ მდივანს ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსულტაციები ჩაეტარებინა ლესოთოს მთავრობასთან და რეგულარულად წარმოედგინა მოხსენებები საბჭოსთვის რეზოლუციის შესრულების შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „UN condemns Lesotho attack“. The Montreal Gazette. Reuters. 15 December 1982.
- ↑ "Council Condemns Lesotho Raid". Associated Press. 16 December 1982.