შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 516

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 516

ბეირუთი (1982)
თარიღი 1 აგვისტო 1982
სხდომა № 2,386
კოდი S/RES/516 (დოკუმენტი)
თემა ისრაელ-ლიბანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 516 მიიღეს 1982 წლის 1 აგვისტოს. 508-ე (1982), 509-ე (1982), 512-ე (1982), 513-ე (1982) და 515-ე (1982) რეზოლუციების გახსენების შემდეგ, საბჭომ მოითხოვა ისრაელსა და ლიბანს შორის სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, და აღნიშნა ბეირუთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები.

რეზოლუციამ გენერალურ მდივანს უფლება მისცა, დაუყოვნებლივ განეთავსებინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთსა და მის შემოგარენში და რეზოლუციის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი საათისა წარედგინა ანგარიში სიტუაციის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]