გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 510
| გაეროს უს რეზოლუცია 510 | |
|---|---|
|
UNFICYP-ის ბუფერული ზონა | |
| თარიღი | 15 ივნისი 1982 |
| სხდომა № | 2,378 |
| კოდი | S/RES/510 (დოკუმენტი) |
| თემა | კვიპროსი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 510 მიღებულია 1982 წლის 15 ივნისს,რომელშიც აღნიშნული იყო გენერალური მდივნის მოხსენება, რომლის თანახმადაც, არსებული გარემოებების გამო, კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) ყოფნა კვლავაც აუცილებელი იქნებოდა მშვიდობიანი მოგვარებისთვის. საბჭომ გამოთქვა სურვილი, რომ ყველა მხარეს მხარი დაეჭირა ათპუნქტიანი შეთანხმების თემებს შორის მოლაპარაკებების განახლების შესახებ და გენერალურ მდივანს სთხოვა, 1982 წლის 30 ნოემბრამდე კვლავ წარედგინა მოხსენება რეზოლუციის განხორციელების თვალყურის დევნების მიზნით.
საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინა რეზოლუციები, მათ შორის 365-ე (1974) რეზოლუცია, გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის გამო, მოუწოდა ჩართულ მხარეებს მშვიდობის მისაღწევად ერთად ემუშავათ და კიდევ გააგრძელა კვიპროსში ძალების განლაგება, რომელიც შეიქმნა 186-ე (1964) რეზოლუციით, 1982 წლის 15 დეკემბრამდე.