შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 505

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 504

ფოლკლენდის კუნძულების რუკა
თარიღი 26 მაისი 1982
სხდომა № 2,368
კოდი S/RES/505 (დოკუმენტი)
თემა ფოლკლენდის კუნძულები
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 505 ერთხმად მიიღეს 1982 წლის 26 მაისს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა 502-ე რეზოლუცია (1982) და აღნიშნა, რომ ფოლკლენდის კუნძულების რეგიონში ვითარება სერიოზულად გაუარესდა. ასევე, მადლიერება გამოითქვა გენერალური მდივნის, ხავიერ პერეს დე კუელიარის, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობის მიმართ.

რეზოლუციაში ასევე მოუწოდებდნენ არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს, ეთანამშრომლათ გენერალურ მდივანთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და საჭიროების შემთხვევაში, გაეროს დამკვირვებლების შესაძლო გაგზავნის ორგანიზებას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით. რეზოლუციის დასასრულს, გენერალური მდივნისგან მოითხოვეს მოვლენების შესახებ ანგარიშის წარდგენა რეზოლუციის ამოქმედებიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა.

ამ რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, პერუმ სამშვიდობო წინადადება წარადგინა, რომელიც არგენტინამ უარყო.[1][2] არგენტინას სურდა, რომ 505-ე რეზოლუციაში კუნძულებზე შესაძლო დროებითი ადმინისტრაციის შესახებ მითითება ყოფილიყო - იდეა, რომელიც მოლაპარაკებების დროს წამოიჭრა, მაგრამ საბოლოო პროექტში არ შევიდა.[3] პანამისა და ესპანეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის შემდგომ პროექტს ვეტო დაადეს დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Times-News - Google News Archive Search.
  2. PERÚ, NOTICIAS EL COMERCIO (1 April 2012). „Mundo: El Perú en conflicto ajeno: así actuamos en la Guerra de las Malvinas | NOTICIAS EL COMERCIO PERÚ“. El Comercio.
  3. Freedman, Lawrence (2005). The Official History of the Falklands Campaign: War and diplomacy. Routledge, გვ. 526. ISBN 978-0-7146-5207-8. 
  4. „UN resolution on Falkland Islands“. The New York Times. 5 June 1982.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]