გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 502
| გაეროს უს რეზოლუცია 502 | |
|---|---|
|
ფოლკლენდის კუნძულების რუკაRetry | |
| თარიღი | 3 აპრილი 1982 |
| სხდომა № | 2,350 |
| კოდი | S/RES/502 (დოკუმენტი) |
| თემა | ფოლკლენდის კუნძულები |
კენჭისყრა |
მომხრე: 10 წინააღმდეგი: 1 თავი შეიკავა: 4 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 502 მიიღეს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ 1982 წლის 3 აპრილს. არგენტინის შეიარაღებული ძალების მიერ ფოლკლენდის კუნძულების შეჭრაზე შეშფოთების გამოხატვის შემდეგ, საბჭომ მოითხოვა არგენტინასა და გაერთიანებული სამეფოს შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა და არგენტინის ძალების სრული გაყვანა. საბჭომ ასევე მოუწოდა არგენტინისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს ეძებნათ სიტვაციის დიპლომატიური გზთ გადაწყვეტა და თავი შეეკავებინათ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან.
რეზოლუცია, რომელიც წარადგინა ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ელჩმა სერ ენტონი პარსონსმა,[1] მიიღეს 10 ხმით (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, ზაირი, გაიანა, ირლანდია, იაპონია, იორდანია, ტოგო და უგანდა) 1-ის წინააღმდეგ (პანამა) ოთხმა თავიშეიკავა ხმის მიცემისგან (ჩინეთი, პოლონეთი, ესპანეთი და საბჭოთა კავშირი).[2]
რეზოლუცია 502 იყო გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ, რადგან აძლევდა მას შესაძლებლობას გამოეყენებინა გაერთიანებული ერების ქარტიის 51 მუხლი და მოეთხოვა თავდაცვის უფლება. მას მხარი დაუჭირა თანამეგობრობის წევრებმა და ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ , რომელმაც შემდგომში დააწესა სანქციები არგენტინის წინააღმდეგ.[3][4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Falklands War: The first day, 2 April 1982“. BBC News. 2 April 2002.
- ↑ Security Council Resolution 502 - UNSCR.
- ↑ Gibran, Daniel K. (2007). The Falklands War: Britain Versus the Past in the South Atlantic. McFarland, გვ. 77. ISBN 978-0-7864-3736-8.
- ↑ Maechling Jr, Charles (27 April 1982). „The legalities of the Falkland Islands crisis“. The Day.