შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 50

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 50

პალესტინის დროშა
თარიღი 29 მაისი, 1948
სხდომა № 310
კოდი S/801 (დოკუმენტი)
თემა პალესტინის საკითხი
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 50 მიღებულია 1948 წლის 29 მაისს, მოუწოდებდა ყველა მთავრობას და ავტორიტარს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პალესტინის კონფლიქტში, რომ გამოეცათ ბრძანება ყველა შეიარაღებული ძალადობრივი მოქმედების შეჩერების შესახებ ოთხი კვირის განმავლობაში, თავი შეეკავებინათ ნებისმიერი საბრძოლო პერსონალის შეყვანისგან და საომარი მასალების იმპორტისგან ან ექსპორტისგან პალესტინაში, ეგვიპტეში, ერაყში, ლიბანში, საუდის არაბეთში, სირიაში, იორდანიაში ან იემენში ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებდა ყველა მთავრობას და ავტორიტარს, გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც მათ ძალებში იყო, რათა უზრუნველეყოფილიყო წმინდა ადგილების უსაფრთხოება ამ რეგიონში, ასევე ქალაქ იერუსალიმის უსაფრთხოება და უზრუნველეყოფილიყო მათზე თავისუფალი წვდომა. დაავალა გაეროს მედიატორს პალესტინაში, დაკავშირებოდა ყველა ჩართულ მხარეს, რათა ეზრუნა ზავის შესრულებაზე და შესთავაზა მას იმდენი სამხედრო დამკვირვებელი, რამდენიც ამ მიზნისათვის აუცილებელი იქნებოდა. რეზოლუციამ გადაწყვიტა, რომ თუ მასში და წინა რეზოლუციებში დადგენილი პირობები დაირღვეოდა, საბჭო ხელახლა განიხილავდა ამ საკითხს გაეროს ქარტიის მე-7 თავის მოქმედების მიზნით.

რეზოლუცია მიიღეს ნაწილებად; რეზოლუციაზე მთლიანობაში ხმის მიცემა არ მომხდარა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]