გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 475
| გაეროს უს რეზოლუცია 475 | |
|---|---|
|
სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ოპერაციები | |
| თარიღი | 27 ივნისი 1980 |
| სხდომა № | 2,240 |
| კოდი | S/RES/475 (დოკუმენტი) |
| თემა | ანგოლა-სამხრეთ აფრიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 12 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 475, რომელიც მიღეს 1980 წლის 27 ივნისს, ანგოლას სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, საბჭომ გაიხსენა რეზოლუციები 387 (1976), 447 (1979) და 454 (1979), გამოთქვა შეშფოთება და დაგმო სამხრეთ აფრიკის მიერ ოკუპირებული სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გავლით ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული უწყვეტი თავდასხმები.
საბჭომ სამხრეთ აფრიკისგან მოითხოვა თავდასხმების შეწყვეტა და ანგოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მან ასევე მოუწოდა სამხრეთ აფრიკას შეეწყვიტა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიის გამოყენება ანგოლისა და სხვა აფრიკული სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად. რეზოლუციაში წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებოდათ რეზოლუცია 418-ის (1977) აღსრულება და ანგოლის დაუყოვნებელი დახმარების შეთავაზება მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
რეზოლუცია დამტკიცდა 12 ხმით ნულის წინააღმდეგ; საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა კი თავი შეიკავეს.