შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 461

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 461

ყოფილი ამერიკელი მძევლები საავადმყოფოში
თარიღი 31 დეკემბერი 1979
სხდომა № 2,184
კოდი S/RES/461 (დოკუმენტი)
თემა ირანის ისლამური რესპუბლიკა - აშშ
კენჭისყრა
მომხრე: 11
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 4
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 461 მიიღეს 1979 წლის 31 დეკემბერს. თავისი 457 (1979) რეზოლუციის გახსენების შემდეგ, საბჭომ აღნიშნა მზარდი დაძაბულობა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და დაგმო ირანი თეირანში, აშშ-ის საელჩოში, ამერიკელი მძევლების დაკავების გაგრძელების გამო. საბჭომ ასევე მოიხსენია საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.

საბჭომ შეახსენა წევრ სახელმწიფოებს, რომ თავი შეეკავებინათ საერთაშორისო ურთიერთობებში მუქარისა და ძალის გამოყენებისგან. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებდა ამერიკელი მძევლების გათავისუფლებისა და მათთვის ქვეყნის დატოვების ნებართვის მიცემისკენ. რეზოლუცია 461-მა გაიმეორა თხოვნა გენერალური მდივნის, კურტ ვალდჰაიმის მიმართ, რომ გამოეყენებინა თავისი კეთილი ნება (შუამავლობა) მოვლენების გადასაწყვეტად და ანგარიში წარედგინა საბჭოსთვის მის ხელახლა შეკრებამდე. და ბოლოს, საბჭომ გადაწყვიტა კვლავ შეკრებილიყო 1980 წლის 7 იანვარს, რათა განეხილა სიტუაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მიეღო შემდგომი ზომები.

რეზოლუცია მიღებულ იქნა 11 ხმით ნულის წინააღმდეგ, ხოლო ბანგლადეში, ჩეხოსლოვაკია, ქუვეითი და საბჭოთა კავშირმა კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]