შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 460

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 460
თარიღი 21 დეკემბერი 1979
სხდომა № 2,181
კოდი S/RES/460 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ როდეზია
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
არ მონაწილეობდა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 460 მიღებულია 1979 წლის 21 დეკემბერს, ლანკასტერ ჰაუსის შეთანხმების გათვალისწინების შემდეგ, საბჭომ გადაწყვიტა შეეწყვიტა სამხრეთ როდეზიის წინააღმდეგ 232 (1966) და 253 (1968) რეზოლუციებით და ნებისმიერი შემდგომი რეზოლუციით მიღებული ზომები. რეზოლუციაში გმობდნენ სამხრეთ როდეზიაში აჯანყების შედეგად ბოლო 14 წლის განმავლობაში გამოწვეულ „სიცოცხლის დაკარგვას, ფლანგვასა და ტანჯვას“.

რეზოლუციამ დაშალა 253-ე რეზოლუციით შექმნილი კომიტეტი და შეაქო წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფოები, სამხრეთ როდეზიის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებისთვის. საბჭომ მოითხოვა საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო დახმარება ზიმბაბვეელი ხალხისთვის და შეახსენა მხარეებს შეთანხმების დაცვის შესახებ.

რეზოლუცია 460 დასრულდა ადმინისტრაციის ხელისუფლების, გაერთიანებული სამეფოსადმი მოწოდებით, უზრუნველყოს,რომ ქვეყანაში არ დარჩნენ ან არ შევიდნენ სამხრეთ აფრიკის ძალები ან სხვა უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები. საბოლოოდ, საბჭომ გადაწყვიტა, რომ სიტუაცია გადაეხედა მანამ, სანამ სამხრეთ როდეზია სრულ დამოუკიდებლობას არ მოიპოვებდა (ზიმბაბვეს მსგავსად).

რეზოლუცია მიღებულია 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხოლო ჩეხოსლოვაკიამ და საბჭოთა კავშირმა თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]