გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 457
| გაეროს უს რეზოლუცია 457 | |
|---|---|
|
ყოფილი ამერიკელი მძევლები საავადმყოფოში | |
| თარიღი | 4 დეკემბერი 1979 |
| სხდომა № | 2,178 |
| კოდი | S/RES/457 (დოკუმენტი) |
| თემა | ირანის ისლამური რესპუბლიკა - აშშ |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 457 ერთხმად მიიღეს 1979 წლის 4 დეკემბერს. მასში განიხილეს ირანში მიმდინარე მძევლების კრიზისი. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის დონის, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის გამო შეშფოთების გამოხატვის შემდეგ, საბჭომ მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა თეირანში, ამერიკის საელჩოში დაკავებული მძევლები და მიეცა მათთვის ქვეყნის დატოვების უფლება. რეზოლუციამ ყველა წევრ სახელმწიფოს შეახსენა, პატივი ეცათ ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობისთვის და ვენის კონვენციის საკონსულო ურთიერთობებისთვის, რომლებიც მოუწოდებდნენ ქვეყნებს, პატივი ეცათ დიპლომატიური პერსონალისა და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების ხელშეუხებლობისთვის.
შემდეგ საბჭომ მოუწოდა ორივე ქვეყანას, მოეგვარებინათ მათ შორის არსებული დავები და გამოევლინათ მაქსიმალური თავშეკავება არსებულ ვითარებაში.