შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 454

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 454

სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ოპერაციები
თარიღი 2 ნოემბერი 1979
სხდომა № 2,170
კოდი S/RES/454 (დოკუმენტი)
თემა ანგოლა-სამხრეთ აფრიკა
კენჭისყრა
მომხრე: 12
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 3
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 454 მიღებულია 1979 წლის 2 ნოემბერს, მას შემდეგ რაც საბჭომ მოისმინა ანგოლის წარმომადგენლების განცხადებები, გაიხსენა რეზოლუციები 387 (1976) და 447 (1979). გამოხატა თავისი შეშფოთება და დაგმო სამხრეთ აფრიკის ქვეყნის მიმართ, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან განხორციელებული თავდასხმები.

საბჭომ მოითხოვა, რომ სამხრეთ აფრიკამ შეწყვიტოს თავდასხმები და პატივი სცეს ანგოლის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, სამხრეთ აფრიკას მოუწოდა შეეწყვიტა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიის გამოყენებისა ანგოლასა და სხვა აფრიკულ სახელმწიფოებზე თავდასხმების განხორციელებისთვის. რეზოლუციამ მოითხოვა, რომ წევრ ქვეყნებმა დაუყოვნებლივ დახმარება აღმოუჩინონ ანგოლას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

რეზოლუცია მიღებულია 12 ხმით, წინააღმდეგი არავინ იყო; საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს კენჭისყრისგან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 02.11.2025.