შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 449

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 449

UNDOF ზონის რუკა
თარიღი 30 მაისი 1979
სხდომა № 2,145
კოდი S/RES/449 (დოკუმენტი)
თემა ისრაელი-სირია
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
არ მონაწილეობდა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 449 მიღებულია 1979 წლის 30 მაისს, რომელიც განიხილავდა გენერალური მდივნის ანგარიშს გაეროს ძალათა განთავსების დამკვირვებელ მისიასთან (United Nations Disengagement Observer Force) დაკავშირებით. საბჭომ აღნიშნა თავისი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში მტკიცე და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისათვის, თუმცა ასევე გამოხატა შეშფოთება რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების გამო.

რეზოლუციამ გადაწყვიტა მიმართოს დაინტერესებულ მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეესრულებინათ რეზოლუცია 338 (1973), განაახლა დამკვირვებელი ძალის მანდატი კიდევ 6 თვით, 1979 წლის 30 ნოემბრამდე და მოითხოვა, რომ გენერალურმა მდივანმა წარმოადგინოს ანგარიში მდგომარეობის შესახებ აღნიშნული პერიოდის ბოლოს.

რეზოლუცია მიღებულია 14 ხმით, წინააღმდეგი არავინ იყო; ჩინეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 02.11.2025.