გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 443
| გაეროს უს რეზოლუცია 443 | |
|---|---|
|
გაყოფილი კვიპროსი | |
| თარიღი | 14 დეკემბერი 1978 |
| სხდომა № | 2,107 |
| კოდი | S/RES/443 (დოკუმენტი) |
| თემა | კვიპროსი |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 443 მიიღეს 1978 წლის 14 დეკემბერს, გენერალური მდივნის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ არსებული გარემოებების გამო, გაეროს სამშვიდობო ძალების კვიპროსში ყოფნა კვლავაც აუცილებელი იქნებოდა მშვიდობიანი მოგვარებისთვის. საბჭომ გამოთქვა შეშფოთება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაამწვავოს და გენერალურ მდივანს სთხოვა, 1979 წლის 31 მაისამდე კვლავ წარედგინა ანგარიში რეზოლუციის შესრულების თვალყურის დევნების მიზნით.
საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინა რეზოლუციები, მათ შორის რეზოლუცია 365 (1974), გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის გამო, მოუწოდა მონაწილე მხარეებს მშვიდობის მისაღწევად ერთად ემუშავათ და კიდევ ერთხელ გააგრძელა კვიპროსში ძალების განლაგება, რომელიც შეიქმნა რეზოლუცია 186-ით (1964), 1979 წლის 15 ივნისამდე.
რეზოლუცია 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ კი თავი შეიკავა.