შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 441

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 441

UNDOF ზონის რუკა
თარიღი 30 ნოემბერი 1978
სხდომა № 2,101
კოდი S/RES/441 (დოკუმენტი)
თემა ისრეალი-სირია
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 441 მიიღეს 1978 წლის 30 ნოემბერს. რეზოლუციაში განიხილებოდა გენერალური მდივნის ანგარიში გაეროს განშორების დამკვირვებელთა ძალების შესახებ. საბჭომ აღნიშნა მისი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიმართულებით, თუმცა ასევე გამოთქვა შეშფოთება რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო.

რეზოლუციამ გადაწყვიტა, დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდოს დაუყოვნებლივ განახორციელონ 338-ე რეზოლუცია (1973), გაახანგრძლივა დამკვირვებელთა ძალების მანდატი კიდევ 6 თვით, 1979 წლის 31 მაისამდე და მოითხოვა, რომ გენერალურმა მდივანმა ამ პერიოდის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში სიტუაციის შესახებ.

რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით. ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]