გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 437
| გაეროს უს რეზოლუცია 437 | |
|---|---|
|
სამხრეთ როდეზია | |
| თარიღი | 10 ოქტომბერი 1978 |
| სხდომა № | 2,090 |
| კოდი | S/RES/437 (დოკუმენტი) |
| თემა | სამხრეთ როდეზია |
კენჭისყრა |
მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 4 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 437 მიიღეს 1978 წლის 10 ოქტომბერს. რეზოლუციაში ნახსენები იყო 253-ე რეზოლუცია (1968), რომელიც წევრ სახელმწიფოებს უკრძალავდა სამხრეთ როდეზიის რეჟიმთან დაკავშირებული პირების მათ ტერიტორიაზე შესვლას. საბჭომ სინანულით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა იან სმიტს და „უკანონო რეჟიმის“ სხვა წევრებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა და ეს ქმედება 253-ე რეზოლუციის დარღვევად მიიჩნია.
საბჭომ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დაეცვა უშიშროების საბჭოს დებულებები და გამოთქვა იმედი, რომ აშშ გააგრძელებდა თავისი გავლენის გამოყენებას სამხრეთ როდეზიაში უმრავლესობის მმართველობის მიღწევის ხელშესაწყობად.
რეზოლუცია მიიღეს 11 ხმით, ხოლო ოთხმა წევრმა თავი შეიკავა: კანადამ, დასავლეთ გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.