გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 435
| გაეროს უს რეზოლუცია 435 | |
|---|---|
|
ნამიბიის მდებარეობა | |
| თარიღი | 29 სექტემბერი 1978 |
| სხდომა № | 2,087 |
| კოდი | S/RES/435 (დოკუმენტი) |
| თემა | ნამიბია |
კენჭისყრა |
მომხრე: 12 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 არ მონაწილეობდა: 1 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 435 მიღებულია 1978 წლის 29 სექტემბერს, იგი შეიცავდა წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტისა და გაეროს ზედამხედველობით ჩატარებული არჩევნების შესახებ სამხრეთ აფრიკის მიერ კონტროლირებულ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, რაც საბოლოოდ ნამიბიის დამოუკიდებლობამდე მივიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციამ დააფუძნა გაეროს გარდამავალი დახმარების ჯგუფი (UNTAG), რომელმაც გააკონტროლა როგორც არჩევნების ჩატარება, ისე სამხრეთ აფრიკის ძალების გაყვანა.
რეზოლუცია მიღებულია 12 ხმით — არცერთი წინააღმდეგ. ჩეხოსლოვაკიამ და საბჭოთა კავშირმა თავი შეიკავეს, ხოლო ჩინეთი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
1988 წლის 22 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკა დათანხმდა რეზოლუციის განხორციელებას მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის გაეროს შტაბბინაში ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას (Tripartite Accord). ამ შეთანხმებამ დაადასტურა ნამიბიის დამოუკიდებლობის მიღწევა და კუბას ჯარების გამოყვანა ანგოლადან. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ანგოლამ, კუბამ და სამხრეთ აფრიკამ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 31.10.2025.