შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 429

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 429

UNDOF ზონის რუკა
თარიღი 31 მაისი 1978
სხდომა № 2,079
კოდი S/RES/429 (დოკუმენტი)
თემა ისრაელი-სირია
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 429 მიიღეს 1978 წლის 31 მაისს, რეზოლუციაში განიხილებოდა გენერალური მდივნის ანგარიში გაეროს განშორების დამკვირვებელთა ძალების შესახებ. საბჭომ აღნიშნა მისი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიმართულებით, თუმცა ასევე გამოთქვა შეშფოთება რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო.

რეზოლუცია დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ განახორციელებინათ 338-ე რეზოლუცია (1973). მან დამკვირვებელთა ძალების მანდატი კიდევ 6 თვით, 1978 წლის 30 ნოემბრამდე განაახლა და გენერალურ მდივანს სთხოვა, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ სიტუაციის შესახებ ანგარიში წარედგინა.

რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ; ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]