შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 424

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 424

სამხრეთ აფრიკის ქვეყნები
თარიღი 17 მარტი 1978
სხდომა № 2,070
კოდი S/RES/424 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ როდეზია-ზამბია
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 424 მიიღეს 1978 წლის 17 მარტს. ზამბიის წარმომადგებლების მოსმენის საფუძველზე გაირკვა, რომ ქვეყანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა თავდასხმები. ამის გამო საბჭომ შეშფოთება გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული თავდასხმების გამო ქვეყანაში მძიმე ვითარება შეიქმნა როდეზიის უსაფრთხოების ძალები ამტკიცებდნენ, რომ ისინი ქვეყანაში მდებარე გერილოების ბაზებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს.

საბჭომ გაიხსენა წინა რეზოლუციები — 423 (1978), 326 (1973), 403 (1977), 406 (1977) და 411 (1977) — რომლებიც გმობდა სამხრეთ როდეზიას ანგოლაში, ბოტსვანაში, მოზამბიკისა და ზამბიაში განხორციელებული თავდასხმებისთვის, რაც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

საბჭომ ასევე დააფიქსირა მოწოდება ზიმბაბვესა და ნამიბიაში ხალხის განთავისუფლების შესახებ, როგორც რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა, და დაგმო აპართეიდის სისტემა სამხრეთ აფრიკაში.

საბჭომ დაამატა, რომ იგი მხარს უჭერს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ზემოაღნიშნული ტერიტორიების განთავისუფლებას უწყობენ ხელს.

რეზოლუციის ბოლოს აღნიშნულია, რომ თუ სამხრეთ როდეზია კვლავ განახორციელებს რაიმე სახის მოქმედებას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, საბჭო მიიღებს შესაბამის ზომებს და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს გაეროს წესდების მეშვიდე თავის გამოყენებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 24.09.2025.