გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 420
იერსახე
| გაეროს უს რეზოლუცია 420 | |
|---|---|
|
UNDOF ზონის რუკა | |
| თარიღი | 30 ნოემბერი 1977 |
| სხდომა № | 2,051 |
| კოდი | S/RES/420 (დოკუმენტი) |
| თემა | ისრაელი-სირიის არაბული რესპუბლიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 12 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 420, მიიღეს 1977 წლის 30 ნოემბერს, განიხილავდა გენერალური მდივნის ანგარიშს გაეროს გამოცალების დამკვირვებელი ძალების შესახებ. საბჭომ აღნიშნა მისი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის, მაგრამ ასევე გამოთქვა შეშფოთება რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
რეზოლუციით გადაწყდა დაინტერესებულ მხარეებზე მოწოდება რეზოლუცია 338-ის (1973) დაუყოვნებლივ განხორციელებისკენ, განახლდა დამკვირვებელი ძალების მანდატი კიდევ 6 თვით 1978 წლის 31 მაისამდე და მოითხოვა, რომ გენერალურმა მდივანმა წარმოედგინა ანგარიში ამ პერიოდის ბოლოს არსებული მდგომარეობის შესახებ.
რეზოლუცია მიიღეს 12 ხმით ნულის წინააღმდეგ; ბენინი, ჩინეთი და ლიბია არ მონაწილეობდნენ ხმის მიცემაში.