გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 404
| გაეროს უს რეზოლუცია 404 | |
|---|---|
|
ბენინი | |
| თარიღი | 8 თებერვალი 1977 |
| სხდომა № | 1,987 |
| კოდი | S/RES/404 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ბენინში |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 404 მიღებულია 1977 წლის 8 თებერვალს, მას შემდეგ რაც მოისმინეს ბენინის წარმომადგენლის განცხადება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან საერთაშორისო ურთიერთობებში. საბჭომ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური მისია, რომელიც შედგებოდა საბჭოს სამი წევრისგან, ბენინის წინააღმდეგ 1977 წლის 16 იანვარს მომხდარი მოვლენების გამოსაძიებლად. სპეციალური მისიის ანგარიშის შედეგები შემდგომ განიხილეს რეზოლუცია 405-ში.
ინციდენტი საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქცია ბენინის სახალხო რესპუბლიკამ 1977 წლის 26 იანვარს, მას შემდეგ რაც უცხოელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს კოტონუს აეროპორტსა და ქალაქზე, თუმცა მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.
ხმის მიცემის დეტალები მითითებული არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ რეზოლუცია მიღებულია „კონსესუსით“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 19.09.2025.