გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 361
| გაეროს უს რეზოლუცია 361 | |
|---|---|
|
გაეროს ბუფერული ზონა ნიქოზიაში | |
| თარიღი | 30 აგვისტო 1974 |
| სხდომა № | 1,748 |
| კოდი | S/RES/361 (დოკუმენტი) |
| თემა | კვიპროსი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 361, მიიღეს 1974 წლის 30 აგვისტოს, წინა რეზოლუციების გახსენებისა და კვიპროსზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, აგრეთვე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ქმედებების აღნიშვნის შემდეგ, საბჭომ გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის, კურტ ვალდჰაიმის მიმართ, მისი როლისათვის ორ საზოგადოებას შორის მოლაპარაკებების დაწყებაში და გულით მიესალმა ამ მოვლენას.
საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდა ყველა მხარეს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოავლინონ ადამიანური ტანჯვის შესამსუბუქებლად და ფუნდამენტური ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია, რომ გენერალურმა მდივანმა წარმოადგინოს ანგარიში არსებული მდგომარეობის შესახებ და გააგრძელოს გაეროს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა კუნძულზე მცხოვრები ყველა მოსახლეობისთვის. რეზოლუცია სრულდება მოწოდებით ყველა მხარისადმი, კეთილი ნების ნიშნად გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი და წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვას, და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად ითანამშრომლონ კვიპროსში მოქმედ გაეროს სამშვიდობო ძალასთან.