გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 339
იერსახე
| გაეროს უს რეზოლუცია 339 | |
|---|---|
|
ისრაელის დროშა | |
| თარიღი | 23 ოქტომბერი 1973 |
| სხდომა № | 1,748 |
| კოდი | S/RES/339 (დოკუმენტი) |
| თემა | ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 339 მიიღეს 1973 წლის 23 ოქტომბერს იომ-ქიფურის ომში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. რეზოლუცია 338-მა ორი დღით ადრე ამ მიზანს ვერ მიაღწია.
რეზოლუციამ ძირითადად კვლავ დაადასტურა პირობები, რომლებიც განსაზღვრული იყო რეზოლუცია 338-ში (თვითონ დაფუძნებული რეზოლუცია 242-ზე) — ორივე მხარის ძალების დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის (338) ამოქმედების დროს, ასევე გაეროს გენერალური მდივნის თხოვნა, გადაედგა ნაბიჯები დამკვირვებლების განთავსების მიმართულებით, რათა უზრუნველეყოთ ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობა.
რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით, არცერთის წინააღმდეგ; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო.