გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 328
| გაეროს უს რეზოლუცია 328 | |
|---|---|
| თარიღი | 10 მარტი 1973 |
| სხდომა № | 1,694 |
| კოდი | S/RES/328 (დოკუმენტი) |
| თემა | სამხრეთ როდეზია |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 328 მიიღეს 1973 წლის 10 მარტს. 326-ე რეზოლუციის შესაბამისად შექმნილი სპეციალური მისიის ანგარიშის მიღებისა და წინა განცხადებების დადასტურების შემდეგ, საბჭომ მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, როგორც ადმინისტრაციის ორგანოს, მოეწვია ეროვნული საკონსტიტუციო კონფერენცია, სადაც „ზიმბაბვეს ხალხის ნამდვილ წარმომადგენლებს“ შეეძლოთ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული შეთანხმების შემუშავება.
საბჭომ ასევე მოუწოდა მთავრობას, მიეღო ყველა ეფექტური ზომა, რათა შექმნილიყო აუცილებელი პირობები, იმისთვის როდეზიის მოსახლეობას ჰქონოდა თვითგამორკვევის უფლება, ყველა პოლიტიკური პატიმრის/დაკავებულის/შეზღუდული პირის უპირობო გათავისუფლება, ყველა რეპრესიული და დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება და პოლიტიკური საქმიანობის ყველა შეზღუდვის მოხსნა.
რეზოლუცია დამტკიცდა 13 ხმით, არცერთის წინააღმდეგ; გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს.