გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 327
იერსახე
| გაეროს უს რეზოლუცია 327 | |
|---|---|
| თარიღი | 2 თებერვალი 1973 |
| სხდომა № | 1,691 |
| კოდი | S/RES/327 (დოკუმენტი) |
| თემა | ზამბიის გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 327 მიიღეს 1973 წლის 2 თებერვალს. მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა რეზოლუციები როდეზიის თემაზე და შეაქო ზამბია სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილებისთვის. გაეროს გეგმა როდეზიის მთავრობის განადგურების მიზნით, დიდწილად სანქციებს ეყრდნობოდა. ზამბიამ გადაწყვიტა სანქციების აღსრულება, მაშინ როდესაც სხვა ერებმა უარი თქვეს ამის გაკეთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ როდეზიასთან ვაჭრობის შეწყვეტას ზამბიის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნებოდა. საბჭომ გადაწყვიტა, გაეგზავნა 326-ე რეზოლუციით შექმნილი სპეციალური მისია, რათა შეეფასებინა ზამბიის საჭიროებები კომუნიკაციისა და მოძრაობის ალტერნატიული ფორმების შენარჩუნებაში.
რეზოლუცია 14 ხმით დამტკიცდა, საბჭოთა კავშირმა კი თავი შეიკავა.