შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 326

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 326
თარიღი 2 თებერვალი 1973
სხდომა № 1,691
კოდი S/RES/326 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ როდეზიის პროვოკაცია
კენჭისყრა
მომხრე: 13
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 326 მიიღეს 1973 წლის 2 თბერვალს. იგი ეხებოდა როდეზიის მიერ ზამბიის წინააღმდეგ ჩადენილ პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს. საბჭო შეშფოთებული იყო სამხრეთ აფრიკის სამხედრო ინტერვენციის როდეზიაში გაგრძელებით და დაგმო ზამბიის წინააღმდეგ პროვოკაციისა და შევიწროების ყველა აქტი.

რეზოლუცია მოითხოვდა სამხრეთ აფრიკის ყველა სამხედრო ძალის დაუყოვნებლივ გაყვანას როდეზიიდან და ზამბიის საზღვრიდან. გადაწყდა სპეციალური მისიის გაგზავნა (შემდგარი საბჭოს 4 წევრისგან, რომლებსაც პრეზიდენტი დანიშნავდა), რათა შეეფასებინათ რეგიონში არსებული სიტუაცია და 1973 წლის 1 მარტამდე ანგარიში წარედგინათ. საბჭომ ასევე ისარგებლა შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ყველა წინა პოზიცია როდეზიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების წინააღმდეგ.

რეზოლუცია მიიღეს 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]