გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 323
| გაეროს უს რეზოლუცია 323 | |
|---|---|
| თარიღი | 6 დეკემბერი 1972 |
| სხდომა № | 1,682 |
| კოდი | S/RES/323 (დოკუმენტი) |
| თემა | ნამიბიის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 323, მიიღეს 1972 წლის 6 დეკემბერს, მას შემდეგ რაც გაიხსენა წინა რეზოლუციები და კვლავ დაადასტურა გაეროს პასუხისმგებლობა ნამიბიაზე, საბჭომ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ნამიბიელებს მიეცათ შესაძლებლობა გაეროს წარმომადგენლების წინაშე გამოეხატათ საკუთარი მისწრაფებები. აღინიშნა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა „ჰომლენდების პოლიტიკის“ გაუქმებას და ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევას.
საბჭომ სინანული გამოთქვა სამხრეთ აფრიკის გაუმჭვირვალე დამოკიდებულების გამო ნამიბიის თვითგამორკვევის საკითხში და გენერალურ მდივანს მოუწოდა გაეგრძელებინა თავისი მნიშვნელოვანი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნამიბიის ხალხს რეალურად ჰქონოდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების გამოყენება.
რეზოლუციამ ასევე განსაზღვრა, რომ უშიშროების საბჭოში ნაწილობრივი განახლების შემდეგ, რეზოლუცია 309 -ის საფუძველზე შექმნილ ჯგუფში ვაკანსიების შესავსებად დაინიშნებოდნენ ახალი წარმომადგენლები.
რეზოლუცია მიიღეს 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირმა თავი შეიკავა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.