შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 316

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 316

ლიბანის დროშა
თარიღი 26 ივნისი 1972
სხდომა № 1,650
კოდი S/RES/316 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში
კენჭისყრა
მომხრე: 13
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 316, მიიღეს 1972 წლის 26 ივნისს, ამ საკითხზე წინა რეზოლუციების ხელახალი დადასტურების შემდეგ, საბჭომ გმო ისრაელის „ძალადობის საგმობი ქმედებები“ და მოუწოდა ისრაელს დაემორჩილებინა წინა რეზოლუციებს და თავი შეეკავებინა ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან. რეზოლუცია გამოხატავდა სურვილს, რომ ისრაელის მიერ გატაცებული ყველა ლიბანელი და სირიელი სამხედრო პერსონალი გათავისუფლებულიყო რაც შეიძლება მოკლე ვადაში და გამოაცხადა, რომ თუ ზემოახსენებული ნაბიჯები არ იქნებოდა გადადგმული, საბჭო ხელახლა შეიკრიბებოდა შემდგომი ქმედებების განსახილველად.

რეზოლუცია მიიღეს 13 ხმით; პანამამ და შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან. რეზოლუცია მიიღეს სამხრეთ ლიბანში პალესტინური აჯანყების კონტექსტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]