გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 312
| გაეროს უს რეზოლუცია 312 | |
|---|---|
| თარიღი | 4 თებერვალი 1972 |
| სხდომა № | 1,644 |
| კოდი | S/RES/312 (დოკუმენტი) |
| თემა | პორტუგალიის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებში არსებული სიტუაციის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 9 წინააღმდეგი: არცერთი თავი შეიკავა: 6 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 312, მიიღეს 1972 წლის 4 თებერვალს, ამ საკითხზე წინა რეზოლუციების ხელახალი დადასტურების შემდეგ და იმ ქვეყნების გაკიცხვით, რომლებიც ვერ შეესაბამნენ მათ, საბჭომ მოუწოდა პორტუგალიას დაუყოვნებლივ აღეიარებინა თავისი კოლონიების ხალხების თვითგამორკვევის უფლება, შეეწყვიტა ყველა რეპრესიული ქმედება ანგოლის, მოზამბიკისა და გვინეის (ბისაუ) ხალხების წინააღმდეგ, გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიებიდან, გამოეცხადებინა უპირობო პოლიტიკური ამნისტია და გადაეცა ძალაუფლება თავისუფლად არჩეულ ადგილობრივ წარმომადგენლობით ინსტიტუტებზე.
შემდეგ საბჭომ მოუწოდა სახელმწიფოებს თავი შეეკავებინათ პორტუგალიის მთავრობისთვის ისეთი სამხედრო დახმარების შეთავაზებისგან, რაც მას საშუალებას მისცემდა გაეგრძელებინა თავისი ტერიტორიების ხალხის რეპრესია და თხოვა გენერალურ მდივანს მიეკვლია ამ რეზოლუციის განხორციელების თვალსაზრისით და დროდადრო მოეწყო ანგარიში.
რეზოლუცია 312 მიიღეს 9 ხმით ხუთი ქვეყნის თავშეკავებით: არგენტინა, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.