შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2774

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 2777

ლვივის ისტორიული ცენტრი
თარიღი 24 თებერვალი 2025
სხდომა № 9,866
კოდი S/RES/2774 (დოკუმენტი)
თემა უკრაინაში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 5
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2774 2025 წლის 24 თებერვალს მიიღეს. ეს იყო პირველი არაპროცედურული რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე წინა წინადადება რუსული მხარის წინააღმდეგობას წააწყდა.[1][2]

რეზოლუცია შეერთებულმა შტატებმა წარადგინა და მისი მიღება შესაძლებელი გახდა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგად, დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან ერთი თვის შემდეჰ.[2] შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დოროთი შიამ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიზანი იყო უბრალოდ ომის დასრულების წახალისება; ევროპულმა სახელმწიფოებმა რეზოლუცია „რუსეთის კრიტიკისა“ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის არარსებობის გამო გააკრიტიკეს.[2][3] ამ რეზოლუციის მიღება იყო ნიშანი აშშ-ს გაღრმავებული განხეთქილებისა ერთი მხრივ, უკრაინის, მეორე მხრივ, მისი ევროპელი მოკავშირეების მიმართ.[1]

რეზოლუცია 2774 დამტკიცდა ათი ხმით, ხუთმა თავი შეეკავა (დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია და გაერთიანებული სამეფო) და არცერთი წინააღმდეგი არ ყოფილა.[4] 2014 წლის შემდეგ ეს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული მესამე რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხემა.

ხმების გადანაწილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მომხრე (10) თავიშეიკავა (5) წინააღმდეგი (0)

ალჟირის დროშა ალჟირი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
გაიანის დროშა გაიანა
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
პაკისტანის დროშა პაკისტანი
პანამის დროშა პანამა
რუსეთის დროშა რუსეთი
სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე
სომალის დროშა სომალი
აშშ-ის დროშა აშშ

დანიის დროშა დანია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სლოვენიის დროშა სლოვენია
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 US refuses to blame Russia for Ukraine war, splitting with European allies in UN votes. ციტირების თარიღი: 25 February 2025
  2. 1 2 3 US sides with Russia in UN resolutions on invasion of Ukraine en-GB (2025-02-25). ციტირების თარიღი: 2025-02-25
  3. 24.02.2025 Statement by Denmark at the UNSC briefing on Ukraine en. ციტირების თარიღი: 2025-02-25
  4. With 10 Votes in Favour, 5 Abstentions, Security Council Adopts Resolution 2774 (2025) Mourning Loss of Life, as Russian Federation's Invasion of Ukraine Enters Fourth Year. ციტირების თარიღი: 25 February 2025