გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 276
| გაეროს უს რეზოლუცია 276 | |
|---|---|
| თარიღი | 30 იანვარი, 1970 |
| სხდომა № | 1,529 |
| კოდი | S/RES/276 (დოკუმენტი) |
| თემა | ნამიბიის მდგომარეობა |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: არცერთი თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 276, მიიღეს 1970 წლის 30 იანვარს, ადრინდელი რეზოლუციებისა და განცხადებების ხელახალი დადასტურების შემდეგ, საბჭომ დაგმო სამხრეთ აფრიკის მიერ ნამიბიის გაგრძელებული ოკუპაცია უკანონოდ და გადაწყვიტა ამოქმედებულიყო ადჰოკ ქვეკომიტეტი, რომელიც შეისწავლიდა გზებსა და საშუალებებს, რომლითაც შეიძლებოდა საბჭოს რეზოლუციების განხორციელება. საბჭომ მოითხოვა ყველა სახელმწიფოსგან და ორგანიზაციისგან მიეცათ ქვეკომიტეტისთვის ყველა ის ინფორმაცია და სხვა დახმარება, რომელიც მას შეიძლება დასჭირდეს და შემდგომ მოითხოვა გენერალურ მდივნისგან გაეწია ყველა დახმარება ქვეკომიტეტისთვის.
საბჭომ გადაწყვიტა განაგრძო ნამიბიის საკითხის განხილვა მაშინვე, როგორც კი ქვეკომიტეტის რეკომენდაციები ხელმისაწვდომი გახდებოდა.
რეზოლუცია მიიღეს 13 ხმით; საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა.
რეზოლუცია 276-ის შესახებ კონსულტაციური აზრი, რომელიც გამოცემულ იქნა 1971 წლის 21 ივნისს საერთაშორისო სასამართლოს (I.C.J)[1] მიერ, განაპირობა ტერმინი ნამიბიის გამონაკლისი.