გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2736
| გაეროს უს რეზოლუცია 2736 | |
|---|---|
|
სუდანის რუკა | |
| თარიღი | 13 ივნისი, 2024 |
| კოდი | S/RES/2736 (დოკუმენტი) |
| თემა | პარამილიტარული ალყის შეწყვეტა ელ-ფაშირზე, ჩრდილოეთ დარფურში, სუდანი. |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 1 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2736 მიღებულია 2024 წლის 13 ივნისს, რომელიც მოითხოვდა სუდანის გასამხედროებული ჯგუფის, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ (RSF) ალყის შეწყვიტას ელ-ფაშირსა და ჩრდილოეთ დარფურის დედაქალაქში. ის ასევე მოითხოვდა საბრძოლო მოქმედებებში ჩართული მხარეებისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას, რაც გულისხმობდა სამოქალაქო პირებისა და ჯანდაცვის ობიექტების დაცვას კონფლიქტისგან, სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებული ნებისმიერი სამოქალაქო პირისთვის ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამოქალაქო პირებისთვის ელ-ფაშირში შესვლისა და უსაფრთხო ადგილებში გამოსვლის ნებართვის მიცემას და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ჩადსა და დარფურს შორის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნას.[1][2]
საფუძვლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის აპრილში დაწყებულმა სუდანის სამოქალაქო ომმა და მისგან წარმოქმნილმა კონფლიქტებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა, მათ შორის 16,650 ადამიანის სიკვდილი კონფლიქტის დასაწყისიდან 2024 წლის 17 მაისამდე.
ბრძოლა ელ-ფაშირთან, რომელსაც „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ არ აკონტროლებდნენ, გამწვავდა სამოქალაქო პირების განურჩეველი მკვლელობისა და ინფრასტრუქტურის განადგურების მრავალი ცნობით. საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია თავდასხმები მრავალ სამედიცინო დაწესებულებასა და ტრანსპორტზე, რამაც აიძულა ისინი შეეწყვიტათ მუშაობა. ამასთან კიდევ უფრო გაუარესდა სამოქალაქო პირების მდგომარეობა.[2]
მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუციის პირველადი პროექტი წარადგინა გაერთიანებულმა სამეფომ. შემდეგ პროექტებში მას სურდა შეენარჩუნებინა რეზოლუციის ფოკუსი ელ-ფაშირზე იქ არსებული ძალადობის ძალიან მაღალი კონცენტრაციის გამო. რუსეთმა რეზოლუციას, სუდანში მიმდინარე კონფლიქტებზე „ზედმეტი რეაქცია“ უწოდა და ნაცვლად ამისა, პრესრელიზის გამოცემა შესთავაზა. რუსეთი ასევე წინააღმდეგი იყო სუდანის ხელისუფლების მოხსენიებისა იმავე დონეზე, როგორც ნებისმიერი სხვა სუდანური სუბიექტისა, სასაზღვრო კონტროლისა და ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის საკითხებში, რადგან ის ამტკიცებდა, რომ სუდანის ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ერთადერთი მხარე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა დახმარების განაწილების კოორდინაციაზე. თუმცა, ზოგიერთმა სხვა წევრმა მხარი დაუჭირა იმას, რომ პროექტის ტექსტში მითითებული ყოფილიყო კონფლიქტის ყველა მხარე, რათა გაფართოებულიყო იმ აქტორთა წრე, რომელთაც ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა მოეთხოვებოდათ.
საფრანგეთმა დაამატა, რომ რეზოლუციაში ნახსენები უნდა ყოფილიყო მებრძოლების გაყვანა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა თესვის სეზონზე შიმშილის რისკის შესამცირებლად. ჩინეთმა და რუსეთმა წამოაყენეს წინადადება, რომ ფორმულირება „სუდანის ხელისუფლება“ შეცვლილიყო „სუდანის მთავრობით“, რაც არ მიიღეს. ჩინეთი და რუსეთი ასევე თავს იკავებდნენ აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ფორმულირების ჩართვისგან სუდანსა და ჩადს შორის ადრეს (Adre) სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის შესახებ და პასუხობდნენ, რომ რეზოლუციას უნდა „ეცა პატივი მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“ და მისი საზღვრების ხელმისაწვდომობისთვის.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sudan: The IRC welcomes UN Security Council Resolution 2736 on Sudan, urges immediate implementation to avert further loss of life | International Rescue Committee (IRC) en. ციტირების თარიღი: 2024-06-13
- 1 2 3 Sudan: Vote on a Draft Resolution* : What's In Blue : Security Council Report. ციტირების თარიღი: 2024-06-13