გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 255
| გაეროს უს რეზოლუცია 255 | |
|---|---|
|
MGM-5 კორპორალი | |
| თარიღი | 19 ივნისი 1968 |
| სხდომა № | 1433 |
| კოდი | S/RES/255 (დოკუმენტი) |
| თემა | საკითხი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების იმ მონაწილე სახელმწიფოების დაცვის ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც ბირთვულ იარაღს არ ფლობენ |
კენჭისყრა |
მომხრე: 10 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 5 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 255 მიღებულია 1968 წლის 19 ივნისს, მას შემდეგ, რაც ბევრი სახელმწიფო შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, უშიშროების საბჭომ აღიარა, რომ ბირთვული იარაღით აგრესია ან მისი მუქარა ბირთვულ იარაღის არ მფლობელი ქვეყნები სახელმწიფოს მიმართ შექმნის ვითარებას, სადაც უშიშროების საბჭო — განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღის მქონე მისი წევრი ქვეყნები — ვალდებულნი იქნებიან დაუყოვნებლად იმოქმედონ გაეროს ქარტიის შესაბამისად.
საბჭო ასევე მიესალმა იმ სახელმწიფოების მიერ გამოხატულ განზრახვას, რომლებიც მზად არიან გაუწიონ ან მხარი დაუჭირონ დაუყოვნებელ დახმარებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების იმ წევრ სახელმწიფოს, რომელიც გახდება ბირთვული იარაღის გამოყენების მსხვერპლი ან მუქარის ობიექტი, და კვლავ დაადასტურა ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის თანდაყოლილი უფლება.
რეზოლუცია მიიღეს 10 ხმით – არცერთი წინააღმდეგ; ალჟირმა, ბრაზილიამ, საფრანგეთმა, ინდეთმა და პაკისტანმა თავი შეიკავეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 31.07.2025.