გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 242
| გაეროს უს რეზოლუცია 242 | |
|---|---|
|
ექვსდღიანი ომის დროს ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის სინაის ნახევარკუნძული | |
| თარიღი | 22 ნოემბერი 1967 |
| სხდომა № | 1,382 |
| კოდი | S/RES/242 (დოკუმენტი) |
| თემა | ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 242 მიიღეს 1967 წლის 22 ნოემბერს, ექვსდღიანი ომის შემდგომ. რეზოლუცია მიღებული იყო გაეროს წესდების მეექვსე თავის მიხედვით. რეზოლუცია წარმოდგენილი იყო ბრიტანეთის ელჩის, ლორდ ქარადონის მიერ და ხუთი განხილული პროექტიდან იგი ერთ-ერთი იყო.
რეზოლუცია აღნიშნავს, რომ „ტერიტორიის ძალადობრივი გზით მიტაცება მიუღებელია“ და ხაზს უსვამს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც რეგიონის ყოველი სახელმწიფო უსაფრთხოდ იარსებებს.
ოპერაციული პუნქტი პირველი: „ადასტურებს, რომ წესდების პრინციპების განხორციელება მოითხოვს ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარებას, რაც უნდა მოიცავდეს შემდეგი ორი პრინციპის განხორციელებას:“
- ისრაელის შეიარაღებული ძალების გამოყვანა ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებულია ბოლო კონფლიქტის დროს;
- ყველა პრეტენზიისა და საომარი მდგომარეობის შეწყვეტა, აგრეთვე ყველა რეგიონული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემა და აღიარება, და მათი უფლების უზრუნველყოფა, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხო და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თავისუფლები მუქარისა და ძალადობის აქტებისგან.
ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი და ლიბანი შევიდნენ მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან 242-ე რეზოლუციის განხორციელებასთან დაკავშირებით. 1967 წელს რეზოლუციის გაკიცხვის შემდეგ, სირიამ იგი „პირობითად“ მიიღო 1972 წლის მარტში. სირიამ ოფიციალურად მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 338 — 1973 წლის იომ ქიფურის ომის დასრულებისას გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც რეზოლუცია 242 მოიცვა.
1968 წლის 1 მაისს ისრაელის ელჩმა გაეროში უშიშროების საბჭოს გააცნო ისრაელის პოზიცია: „ჩემმა მთავრობამ დაადასტურა თავისი თანხმობა უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, როგორც სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის საფუძველზე. ასევე, მაქვს უფლება კვლავ დავადასტურო, რომ მზად ვართ მივაღწიოთ შეთანხმებას თითოეულ არაბულ სახელმწიფოსთან რეზოლუციაში მოცემულ ყველა საკითხზე.“
რეზოლუცია 242 ითვლება, როგორც, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებულ რეზოლუციად არაბულ-ისრაელური კონფლიქტის კონტექსტში და საფუძვლად დაედო შემდგომ მოლაპარაკებებს მხარეებს შორის. ამ მოლაპარაკებებმა შედეგად მოიტანა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება (1979 წელს), ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება (1994 წელს), ასევე შეთანხმებები პალესტინელებთან — 1993 და 1995 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 25.09.2025.