გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2207

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 2207
თარიღი 4 მარტი 2015
სხდომა № 7,397
კოდი S/RES/2207 (დოკუმენტი)
თემა აფართოებს ექსპერტების ჯგუფის მანდატს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2207 — 2015 წლის 4 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2207 ჩრდილოეთ კორეის შესახებ. რეზოლუციამ 2016 წლის 5 აპრილამდე, ერთი წლით გაუგრძელა მანდატი ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ „სანქციების კომიტეტ 1718-ს“.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი მხარს უჭერს კომიტეტს, ჩრიდილოეთ კორეის მოქმედებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, გამოძიებასა და ანალიზში. ასევე ისინი ეხმარებიან გაეროს წევრ ქვეყნებს, რომ დააფიქსირონ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებისა და სავაჭრო ემბარგოს დარღვევა, რომელიც განწესებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ[1].

შედეგებზე დაყრდნობით, ჯგუფი წარადგენს ყოველწლიურ მოხსენებებს გაეროს უშიშროების საბჭოში და გასცემს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა შეიცვალოს სანქციები მეტი ეფექტურობისთვის[2].

უკან 2006 წლის 9 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოცადა ატომური იარაღი. ამავე წლის 14 ოქტომბერში უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1718 ჩრდილოეთ კორეის შესახებ და შექმნა სანქციების კომიტეტი 1718-ის მანდატი, რათა მხარი დაეჭირა და განეხორციელებინა მონიტორი გაეროს წევრი ქვეყნებისა, რეზოლუციის ეფექტურობის იმპლემენტაციისა და განაწესოს სამიზნე სანქციები[3].

ჯგუფი მხარს უჭერდა სანქციების კომიტეტ 1718-ს, ასევე ქმნიდა შესაბამისობას 2009 წლის რეზოლუცია 1874-თან.[1]

რეზოლუცია 2207-ის მეშვეობით უშიშროების საბჭო აფართოებს ჯგუფის მანდატს ერთი წლით, 2016 წლის 5 აპრილამდე და სთავაზობს ამ ჯგუფს წარმოადგინოს სრულყოფილი საბოლოო მოხსენება, რომელიც შეიცავს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, როგორც შედეგებს გამოძიებისა ერთი წლის განმავლობაში, კომიტეტში 2016 წლის 5 თებერვლისთვის და უშიშროების საბჭოში 2016 წლის 7 მარტს[4].

წინარე მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2207, რომლის მთავარი მიზანი არის მონიტორინგი ჩრდილოეთ კორეისა და სანქციების იმპლემენტაციის გაძლიერება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, რადგან ჩრდილოეთ კორეა აგრძელებდა მილიტარისტულ პროვოკაციებს და უკანონო ტრანზაქციებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლით.

აშშ-ს ამერიკის მულტიმედიის ხმის მიხედვით, სანქციების კომიტეტის 1718-მა (ასევე ცნობილია, როგორც - ჩრდილოეთ კორეის სანქციების კომიტეტი) გააკეთა წლიური მოხსენება: "საერთო ჯამში 29 მოხსენება გაკეთდა ჩრდილოეთ კორეის შესახებ, რადგან ის არღვევდა 2014 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს დაწესებულ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უმეტესწილად შემთხვევები დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ კორეის თანმიმდევრულ დამონტაჟებასთან მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისა. როდესაც ჩრდილოეთ კორეამ გაახურა რაკეტები თებერვლიდან-მარტამდე და ივნისიდან-ივლისამდე 2016 წელს, ინციდენტი მოიხსენიებოდა მოსალოდნელი დარღვევა.2014 წლის მარტში მიიღეს წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა სამიზნე სანქციების მოწყობილობების გაცურებას. დამატებითი ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით მიიღო კომიტეტმა 2014 წლის სექტემბერში[5].

ექსპერტების ჯგუფის მოხსენების მიხედვით 2015 წლის 26 თებერვალს ოკეანის საზღვაო მენეჯმენტის კომპანია, ჩრდილოეთ კორეულმა სატრანსპორტო კომპანია შეიტანეს სამიზნე სანქციების სიაში უკანონო იარაღის გადატანის ბრალდებით, ხოლო ის ცდილობდა ამ სანქციებისთვის თავი აერიდებინა გემებისა სახელების ცვლით[6].

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაამონტაჟა ორი მოკლე რადიუსიანი ბალისტიკური რაკეტები, სავარაუდოდ, ეს სწაფმავლები განთავსებულ იქნა 2015 წლის 2 მარტს აღმოსავლეთ ზღვაში, როდესაც მთავარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული[7].

მოკლედ, რომ ვთქვათ ჩრდილოეთ კორეამ გაიმეორა სამხედრო პროვოკაციები და არაკანონიერი ტრანსაქციები, საქნციების გვერდის ავლით. უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 2207, რომელიც მანდატს უზრდიდა ჯგუფს, რომ განეხორციელებინა მონიტორინგი გაეროს ქვეყნებისა სანქციების იმპლემენტაციის სტატუსსა და განთავსების უფრო პრაქტიკულ სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინაარმდეგ.

რეზოლუციის განსაკუთრებული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდატის დამატება ექსპერტთა ჯგუფისათვის, რომელიც მხარს უჭერდა სანქციების კომიტეტის 1718-ის მოქმედებებს, რაც იყო გაცხადებული რეზოლუცია 2207-ში და რაც მიიღო უშიშროების საბჭომ. ის აწესებს მნიშვნელოვან გავლენას ჩრდილოეთ კორეის სანქციების საერთაშორისო საზოგადოების.

ჯგუფმა წარმოადგინა 7 ფინალური მოხსენება უშიშროების საბჭოს 2016 წლის 3 თებერვალს, რომელშიცჯგუფი გასცემს რეკომენდაციას კომიტეტისთვის, რომ დაამატოს სანქციების სიას სამიზნე ორგანიზაციები „მილიტარიზმის მიწოდების ინდუსტრიის დეპარტამენტი (მონიტორინგი ინდუსტრიის დეპარტამენტისა) კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტისა“ და „ეროვნული აეროტორიის განვითარების ადმინისტრაცია“, რომლებიც მხარს უჭერდნენ ატომური და რაკეტული იარაღის პროგრამებს.

ჯგუფი ასევე რეკომენდაციას უწევდა სანქციების სიაში სამიზნე პირების დამატებას. ისეთების, როგორებიც არიან: ბაკ დო-ჩუნი (ყოფილი შეიარაღების მდივანი სუშათა პარტიაში), რი მან-გონი (მინისტრი სამხედრო იარაღის ინდუსტრიის დეპარტამენტისა) და რი ბიონგ-ჩული (პირველი მოადგილე სამხედრო იარაღის ინდუსტრიის დეპარტამენტისა)[8].

ჯგუფის ზოგიერთმა მოქმედებამ შეიტანა საფუძვლიანი კონტრიბუცია ყოვლისმომცველი სანქციების დადგენისა და პირებისა და ორგანიზაციებისთვის დამატებითი სანქციების განწესებაში რეზოლუცია 2270-ში, რომელიც უშიშროების საბჭომ მიიღო 2016 წლის 2 მარტს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა ატომური იარაღის რიგით მეოთხე გამოცდა 6 იანვარს და გრძელ რადიუსიანი რაკეტების დამონტაჟება, ან სატელიტის დამონტაჟება, როგორც თავად ამტკიცებს 7 თებერვალს 2016 წლის.

ამასთანავე ჯგუფის ოთხმა წევრმა მოინახულა სამხრეთ კორეა 2016 წლის 11-დან 15 ივლისამდე, სადაც მათ გამართეს დისკუსია სამხრეთ კორეის მთავრობასთან ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების ზომასა და მასშტაბთან დაკავშირებით[9].

აღნიშნულია, რომ ორმა პარტიამ ერთმანეთს გაუზიარა აზრები ჩრდილოეთ კორეის უშიშროების საბჭოს სანქციების დარღვევის შესახებ და შესაბამისი ზომები იქნა მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. პარტიებმა, პრაქტიკულად, სიღრმისეულად განიხილეს საკითხი, რადგან ჩრდილოეთ კორეამ გაააქტიურა ნახევარკუნძულზე დამონტაჟებული ბალისტიკური იარაღი. 2016 წლის 9 ივნისს, რაც წარმოადგენდა სანქციების დარღვევას[10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 유엔 안보리, 북한 제재 전문가 패널 임무 연장 ko (2015-03-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2 August 2016
  2. 김효정. (11 July 2016) '대북제재 이행감시' 유엔 전문가패널 방한 ko. yonhapnews.co.kr. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  3. 미주 한국일보 - 21세기 정보화시대를 선도하는 정상의 신문 ko. koreatimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  4. 미주 한국일보 - 21세기 정보화시대를 선도하는 정상의 신문 ko. koreatimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  5. 한국의 뉴스채널 YTN (채널24) ko. ytn.co.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  6. 유일석간 살구빛신문 ko. munhwa.com. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  7. 김효정. (9 March 2015) 정부, "北 탄도미사일 발사, 유엔결의 위반" 서한 보내 ko. yonhapnews.co.kr. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  8. 미주 한국일보 - 21세기 정보화시대를 선도하는 정상의 신문 ko. koreatimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  9. 김효정. (11 July 2016) '대북제재 이행감시' 유엔 전문가패널 방한 ko. yonhapnews.co.kr. ციტირების თარიღი: 2 August 2016.
  10. '사드 배치 결정' 하루 뒤…北, 또 SLBM 발사 ko. sbs.co.kr (9 July 2016). ციტირების თარიღი: 2 August 2016.