გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 211
| გაეროს უს რეზოლუცია 211 | |
|---|---|
| თარიღი | 20 სექტემბერი, 1965 |
| სხდომა № | 1242 |
| თემა | ინდოეთ-პაკისტანის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 10 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 211 მიიღეს 1965 წლის 20 სექტემბერს. მას შემდეგ, რაც 209-ე და 210-ე რეზოლუციებში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები უყურადღებოდ დარჩა, საბჭომ მოითხოვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შესულიყო 1965 წლის 22 სექტემბერს, GMT დროით 07:00 საათზე და ორივე ძალა უკან დაბრუნებულიყო 5 აგვისტომდე დაკავებულ პოზიციებზე. საბჭომ მთავარ მდივანს სთხოვა უზრუნველეყო ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობა და ყველა სახელმწიფოს მოუწოდა თავი შეეკავებინა ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია. [1] საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ განიხილავდა, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგმულიყო კონფლიქტის საფუძვლად მდგომი პოლიტიკური პრობლემის მოგვარებისთვის დახმარების მიზნით. რეზოლუცია მიიღეს ათი ხმით ნულის წინააღმდეგ, იორდანიამ თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Security Council Resolution 211: The India-Pakistan Question | UN Peacemaker. ციტირების თარიღი: 2021-03-09