გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2018
| გაეროს უს რეზოლუცია 2018 | |
|---|---|
|
გაეროს ემბლემა | |
| თარიღი | 31 ოქტომბერი, 2011 |
| სხდომა № | 6 645 |
| კოდი | S/RES/2018 (დოკუმენტი) |
| თემა | მშვიდობა და უსაფრთხოება აფრიკაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2018 მიიღეს 2011 წლის 31 ოქტომბერს. რეზოლუციაში 15-წევრიანი საბჭო „გმობს მეკობრეობის და ზღვაზე შეიარაღებული ძარცვის ყველა აქტს, რომელიც ჩადენილია გვინეის ყურის სანაპიროსთან". საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და გაეროს პოლიტიკური საქმეების დეპარტამენტის (DPA) მოხსენებების თანახმად, მეკობრეობა ყურეში, რომელიც გასაზღვრავს დასავლეთ აფრიკის სანაპირო ქვეყნებს განადან გაბონამდე, ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუცია 2018 მიესალმება გვინეის ყურის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტის მოწვევის ინიციატივას, რომლის მიზანია რეგიონში არსებული გამოწვევების კომპლექსური გადაჭრის გზების მოძიება. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს ECOWAS-ს, ECCAS-სა და GCC-ს, ერთობლივად შეიმუშაონ ერთიანი და თანმიმდევრული სტრატეგია მეკობრეობასთან ბრძოლის საკითხში.
რეზოლუცია 2018 ასევე განიხილავს სახელმწიფოებს, რეგიონულ ორგანიზაციებსა და საზღვაო და სადაზღვევო სექტორებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. რეზოლუციის თანახმად, ამ სუბიექტებმა IMO-სთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა უზრუნველყონ გვინეის ყურეში მოძრავი გემების სათანადო საინფორმაციო და პრაქტიკული მხარდაჭერა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||