გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2011
| გაეროს უს რეზოლუცია 2011 | |
|---|---|
|
| |
| თარიღი | 12 ოქტომბერი, 2011 |
| სხდომა № | 6,629 |
| კოდი | S/RES/2011 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ავღანეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2011 ერთხმად იქნა მიღებული 2011 წლის 12 ოქტომბერს.
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს წესდების მე-7 თავის შესაბამისად, რეზოლუცია 2011 (2011)-ის ერთხმად მიღებით, საბჭომ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, კვლავაც უზრუნველყონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) ხელმძღვანელობით მოქმედი ISAF-ის მისია პერსონალით, აღჭურვილობითა და სხვა რესურსებით. ამავდროულად, საბჭომ ხაზი გაუსვა ავღანეთის ეროვნული არმიისა და პოლიციის ეფექტიანობის, პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების აუცილებლობას, რომელთათვისაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი 2011 წლის ივლისში დაიწყო.
დოკუმენტის თანახმად, საბჭომ მიესალმა ავღანეთის მთავრობასა და ISAF-ის კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის მიღწეულ ბოლოდროინდელ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოებაზე წამყვანი პასუხისმგებლობის ეტაპობრივ გადაცემას ავღანეთის მთავრობისთვის. საბჭო ასევე მიესალმა 2010 წლის ნოემბერში ნატოსა და ავღანეთის მთავრობის შორის შეთანხმებულ გრძელვადიანი პარტნიორობის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების სფეროში მუდმივ მხარდაჭერას ტრანზიციის მთელი პროცესის განმავლობაში და ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||