გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1974
| გაეროს უს რეზოლუცია 1974 | |
|---|---|
|
ავღანეთი | |
| თარიღი | 22 მარტი, 2011 |
| სხდომა № | 6,500 |
| კოდი | S/RES/1974 (დოკუმენტი) |
| თემა | ავღანეთი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1974, მიიღეს 2011 წლის 22 მარტს, მას შემდეგ, რაც საბჭომ განიხილა წინა რეზოლუციები ავღანეთის შესახებ, განსაკუთრებით 1917-ე (2010), საბჭომ ავღანეთში გაეროს დამხმარების მისიის (UNAMA) მანდატი ერთი წლით, 2012 წლის 23 მარტამდე გააგრძელა.[1]
რეზოლუციის მიღება დაემთხვა ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ ქარზაის განცხადებას იმის შესახებ, რომ ავღანეთის შვიდი ლოკაცია კოალიციური ძალების კონტროლიდან ავღანურ მხარეს გადაეცემოდა.[2]
დაკვირვებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭომ აღიარა, რომ ავღანეთში არსებული ვითარების სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ავღანელი ხალხისადმი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მხარდაჭერა გამოეცხადა 2010 წლის 22 ივლისს გამართულ ქაბულის საერთაშორისო კონფერენციას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალური როლი ავღანეთში განისაზღვრა, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის ხელმძღვანელობით. საბჭო ასევე მიესალმა საერთაშორისო საზოგადოების უწყვეტ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას, განსაკუთრებით იმ ძალისხმევას, რომელიც ზრდის სამოქალაქო და ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანეთის მთავრობისა და მისი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
რეზოლუცია მიესალმა შეთანხმებას საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალებისა (ISAF) და ავღანეთის მთავრობას შორის, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის ბოლომდე უნდა გადასცემოდა. საბჭომ ასევე აღიარა ავღანეთში არსებული გამოწვევების ურთიერთდამოკიდებული ხასიათი უსაფრთხოების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და განვითარების კუთხით, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის საკითხებში. აღინიშნა გაეროსა და საერთაშორისო სააგენტოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროება.
საბჭოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება-კოორდინაცია; ამავდროულად, დაიგმო ყველა თავდასხმა ჰუმანიტარულ მუშაკებზე. შეშფოთება გამოითქვა უსაფრთხოების მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით თალიბანის, ალ-კაიდას, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების, კრიმინალებისა და ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების მხრიდან გააქტიურებული ძალადობრივი და ტერორისტული საქმიანობის გამო.[3]
აქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]UNAMA-ს მანდატი, რომელიც განსაზღვრული იყო 1662 (2006), 1746 (2007), 1806 (2008), 1868 (2009) და 1917 რეზოლუციებით, გაგრძელდა 2012 წლის 23 მარტამდე. ის ასევე ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომელიც გულისხმობდა ავღანური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღებით შემდეგ მიმართულებებზე:
(ა) მთავრობის განვითარების და მართვის პრიორიტეტებისთვის უფრო კოორდინირებული საერთაშორისო მხარდაჭერის ხელშეწყობა;
(ბ) საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის გაძლიერება, გენერალური მდივნის, პან გი მუნის მოხსენების რეკომენდაციების შესაბამისად;
(გ) პოლიტიკური კავშირებისა და „კეთილი ნების“ გამოყენება ავღანეთის მიერ მართული შერიგებისა და რეინტეგრაციის პროგრამების იმპლემენტაციის მხარდასაჭერად;
(დ) საარჩევნო რეფორმის პროგრესის მხარდაჭერა და მისი გათვალისწინება;
(ე) გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
საბჭომ ასევე ხაზი გაუსვა UNAMA-სა და გაეროს სხვა სტრუქტურების წარმომადგენლობის გაძლიერებისა და გაფართოების მნიშვნელობას და მოუწოდა გენერალურ მდივანს, გაეგრძელებინა ძალისხმევა უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად. რეზოლუცია ასევე შეეხო ოპიუმის წარმოებასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, ჰუმანიტარული მუშაკების დაცვას, განაღმვას, რეგიონულ თანამშრომლობას, ლტოლვილებს და ავღანეთის ეროვნული პოლიციისა და ავღანეთის ეროვნული არმიის შესაძლებლობების გაძლიერებას.[4] საბჭომ დაგმო ტერორისტული აქტები და თავდასხმები ჰუმანიტარულ პერსონალზე და მიესალმა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გაწეულ ძალისხმევას.
გაეროს მხარდაჭერის ყოვლისმომცველი განხილვა 2011 წლის ბოლოსთვის დაიგეგმა.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Security Council extends mandate of United Nations Assistance Mission in Afghanistan until 23 March 2012. UN News Centre (March 22, 2011).
- ↑ Sara, Sally (23 March 2011). „UN extends its mission in Afghanistan“. Radio Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 January 2019. ციტირების თარიღი: 25 March 2011.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
- ↑ Xinhua (23 March 2011). „UN Security Council extends mandate of UN mission in Afghanistan“. People's Daily.
- ↑ „Security Council extends UN mandate in Afghanistan for another year“. Daily Times of Pakistan. 24 March 2011.
- ↑ „UN extends Afghan assistance mission 1 year“. Central Asia Online. 23 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 აპრილი 2026.
| |||||