შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1964

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Tinatin kokhreidze55.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 11, 2026.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 91 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Tinatin kokhreidze55.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Tinatin kokhreidze55.|გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1964}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

გაეროს უს
რეზოლუცია 1964

ბოსასოს პორტი სომალიში
თარიღი 22 დეკემბერი, 2010
სხდომა № 6,461
კოდი S/RES/1964 (დოკუმენტი)
თემა სომალი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მირებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1964 მიიღეს 2010 წლის 22 დეკემბერს. სომალის საკითხზე ადრე მიღებული რეზოლუციების გათვალისწინებით, საბჭომ გასცა ნებართვა სომალიში აფრიკის კავშირის მისიის (AMISOM) მანდატის გაგრძელებაზე 2011 წლის 30 სექტემბრამდე და გაზარდა მისი შემადგენლობა 8,000-დან 12,000 თანამშრომლამდე.[1]

უშიშროების საბჭომ განმარტა, რომ პერსონალის რაოდენობის ზრდა მიზნად ისახავდა მთავრობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ (al-Shabaab) მეამბოხეებისა და სხვა ჯგუფებისგან.[2] აფრიკული სახელმწიფოები სულ 20,000 ჯარისკაცს ითხოვდნენ, თუმცა უშიშროების საბჭომ ჩათვალა, რომ ეს რაოდენობა გადაჭარბებული იყო.[3]

რეზოლუციის პრეამბულაში საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ჯიბუტის სამშვიდობო პროცესისა და გარდამავალი ფედერალური მთავრობის როლის მიმართ. საბჭომ განაცხადა, რომ სომალიში მოქმედმა მხარეებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე და ითანამშრომლონ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. საბჭომ მაღალი შეფასება მისცა AMISOM-ის როლს, ასევე ბურუნდისა და უგანდის წვლილს ამ ძალებში და ხაზი გაუსვა სომალიში სრულფასოვანი უსაფრთხოების სამსახურების არსებობის მნიშვნელობას.

ამავდროულად, გამოითქვა შეშფოთება ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე თავდასხმების გამო; დაიგმო მშვიდობიანი მოსახლეობისა და დახმარების ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ძალადობრივი ქმედება და ადამიანის უფლებათა დარღვევა.[4]გარდა ამისა, საბჭომ შეშფოთება გამოხატა სომალისთვის ჰუმანიტარული დაფინანსების შემცირების გამო და მოუწოდა სახელმწიფოებს ფინანსური წვლილის შეტანისკენ.

გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ აფრიკის კავშირის წევრ სახელმწიფოებს მისცა უფლება, გააგრძელონ მისია სომალიში 2011 წლის 30 სექტემბრამდე და გაზარდონ AMISOM-ის პირადი შემადგენლობა 8,000-დან 12,000-მდე.[3] გენერალურ მდივანს, პან გი მუნს, დაევალა ოპერაციისთვის ლოგისტიკური მომსახურების უზრუნველყოფა. საბჭომ ასევე გაიხსენა 1863-ე რეზოლუციით (2008) გამოხატული განზრახვა, რომელიც განიხილავს სომალიში გაეროს სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

რეზოლუციამ მოითხოვა ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების გარანტირება, მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შეწყვეტა; ასევე, საბჭო მიესალმა გაეროს ოფისებისა და სააგენტოების მცდელობებს სომალიში გაეროს წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends authorisation of African Union Mission in Somalia until 30 September 2011“. United Nations. December 22, 2010.
  2. „Somalia's Africa peace force to be boosted“. BBC News. December 23, 2010.
  3. 1 2 Worsnip, Patrick (December 22, 2010). „UN council OKs big boost in AU Somalia force“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 14, 2012.
  4. „UN votes big increase in Somalia peacekeepers“. Agence France-Presse. December 22, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 24, 2013.