შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1897

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია)
რეზოლუცია 1897
თარიღი 30 ნოემბერი, 2009
სხდომა № 6,226
კოდი S/RES/1897 (დოკუმენტი)
თემა ვითარება სომალიში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1897 მიღებულია 2009 წლის 30 ნოემბერს.

უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა 12 თვის ვადით განეახლებინა წინა ავტორიზაციები იმ სახელმწიფოებისა და რეგიონული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ სომალის ფედერალურ მთავრობასთან, რათა გამოეყენებინათ ყველანაირი საშუალება სომალის სანაპიროსთან ზღვაში მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმ პირობით, რომ TFG წინასწარ ატყობინებდა ამის შესახებ გენერალურ მდივანს.

1897 რეზოლუციის ერთხმად მიღებით და გაეროს წესდების მე-7 თავის საფუძველზე მოქმედებით, საბჭომ აგრეთვე მოიწვია ყველა სახელმწიფო და რეგიონული ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ბრძოლაში,რათა დაედოთ შეთანხმებები ან მოეწყოთ ღონისძიებები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად იყვნენ,რომ მიეღოთ მეკობრეები.

რეზოლუცია ადასტურებს, რომ განახლებული ავტორიზაციები გავრცელდებოდა მხოლოდ სომალიში შექმნილ მდგომარეობაზე და არ მოახდენდა გავლენას სახელმწიფოთა უფლებებზე, ვალდებულებებზე ან პასუხისმგებლობებზე სხვა ვითარებებთან მიმართებაში. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ეს არ უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბებად და დადასტურებულია, რომ ავტორიზაციები განახლდა მხოლოდ 2009 წლის 2 და 6 ნოემბრით დათარიღებული წერილების მიღების შემდეგ, რომლებშიც გადმოცემული იყო TFG-ის თანხმობა.

საბჭომ მოუწოდა სახელმწიფოებს დახმარებოდნენ სომალის შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა სამართლის წინაშე წარდგენილი ყოფილიყვნენ ის პირები, რომლებიც სომალის ტერიტორიას იყენებენ მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის სისხლის სამართლის დანაშაულების დასაგეგმად, ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ან განსახორციელებლად. ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი საპორტო და სანაპირო სახელმწიფოებს, ასევე მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლთა და დამნაშავეთა ქვეყნებს, მოუწოდეს, რომ ეთანამშრომლათ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სასამართლო ორგანოებისთვის გადაცემული ყველა მეკობრის სასამართლო პროცესს დაქვემდებარება.

საბჭო ეთანხმება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფოებს, IMO-სთან და სამდინარო და სადაზღვევო ინდუსტრიებთან თანამშრომლობით, განეახლებინათ და განეხორციელებინათ თავდასხმის პრევენციის, თავიდან აცილებისა და თავდაცვის საუკეთესო პრაქტიკები და რეკომენდაციები თავდასხმის ან სომალის სანაპიროსთან ნაოსნობის შემთხვევაში გამოსაყენებლად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council Renews for 12 Months Authorization for States Combating Piracy off Somalia’s Coast, Unanimously Adopting Resolution 1897 (2009)“. United Nations. November 30, 2009.