გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 186
| გაეროს უს რეზოლუცია 186 | |
|---|---|
|
კვიპროსი | |
| თარიღი | 4 მარტი 1964 |
| სხდომა № | 1102 |
| კოდი | S/5575 (დოკუმენტი) |
| თემა | კვიპროსის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 186, რომელიც ერთხმად მიიღეს 1964 წლის 4 მარტს 1963-64 წლების კვიპროსის კრიზისის დროს, მოუწოდებდა ყველა წევრ სახელმწიფოს დაეცვათ ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები, სთხოვდა კვიპროსის მთავრობას მიეღო ყველა საჭირო დამატებითი ზომა ძალადობისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად და მოუწოდებდა კვიპროსის თემებსა და მათ ლიდერებს რომ ემოქმედათ თავშეკავებულად. შემდეგ რეზოლუცია რეკომენდაციას უწევდა სამშვიდობო ძალების შექმნას საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებისა და საბრძოლო მოქმედებების განმეორების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმას, რომ საბერძნეთის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებთან შეთანხმებით დანიშნულიყო შუამავალი, რომელიც შეეცდებოდა კვიპროსის წინაშე არსებული პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]