გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1853
| გაეროს უს რეზოლუცია 1853 | |
|---|---|
| თარიღი | 19 დეკემბერი, 2008 |
| სხდომა № | 6,050 |
| კოდი | S/RES/1853 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება სომალიში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | Adopted |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1853 რეზოლუცია 1853 ერთხმად მიღებულია 2008 წლის 19 დეკემბერს.
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს უშიშროების საბჭომ უფლება გასცა სომალიში იარაღის ემბარგოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ჯგუფის ერთი წლის ვადით განახლებას და დამატებული მანდატით მასზე დაკისრებული დამატებითი ამოცანების შესასრულებლად გადაწტყდა, რომ ჯგუფს მეხუთე ექსპერტი დამატებოდა.
გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია 1853 (2008) ერთხმად მიიღეს. საბჭომ გადაწყვიტა, რომ 1519 (2003) რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი სამონიტორინგო ჯგუფი განაგრძობდა 1844 (2008) რეზოლუციის მე-3 პუნქტის „ა"-დან „გ"-მდე ქვეპუნქტებში გაწერილი ამოცანების შესრულებას,რომელმაც გააძლიერა ძალადობაგანფენილ სომალიში იარაღის ემბარგო, დამრღვევებზე სანქციების დაზუსტებითა და ემბარგოს მეთვალყურე კომიტეტის მანდატის გაფართოებით და დამატებით შეასრულებდა იმავე რეზოლუციის 23-ე პუნქტის „ა"-დან „გ"-მდე ქვეპუნქტებში გაწერილ ამოცანებს. დღევანდელი დოკუმენტის თანახმად, სამონიტორინგო ჯგუფი ასევე აგრძელებდა ყველა იმ საქმიანობის გამოძიებას, მათ შორის საფინანსო, საზღვაო და სხვა სფეროებში, რომლებიდანაც მიღებული შემოსავალი იარაღის ემბარგოს დარღვევაზე იხარჯებოდა. გარდა ამისა, სხვა მოვალეობებთან ერთად, ჯგუფი განაგრძობდა ამ დარღვევებთან დაკავშირებული ტრანსპორტის ყველა სახეობის, მარშრუტების, საზღვაო და საჰაერო პორტების და სხვა ობიექტების გამოძიებასა და მონიტორინგს.
სამონიტორინგო ჯგუფი აგრეთვე განაგრძობდა იმ პირებისა და სუბიექტების სავარაუდო სიის დახვეწასა და განახლებას, რომლებმაც დაარღვიეს 733 (1992) რეზოლუციით პირველად დაწესებული აკრძალვები. სხვა ამოცანებთან ერთად, ჯგუფი დაეხმარებოდა იმ სფეროების განსაზღვრაში, სადაც შესაძლებელია რეგიონის სახელმწიფოთა შესაძლებლობების გაძლიერება იარაღის ემბარგოს განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ასევე 1844 (2008) რეზოლუციის პირველ, მე-3 და მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „SECURITY COUNCIL RE-ESTABLISHES PANEL MONITORING SOMALIA ARMS EMBARGO“. United Nations. December 19, 2008.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||