შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1851

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1851
თარიღი 16 დეკემბერი, 2008
სხდომა № 6,046
კოდი S/RES/1851 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია სომალიში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1851 ერთხმად იქნა მიღებული 2008 წლის 16 დეკემბერს.

უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, იმ სახელმწიფოებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც თანამშრომლობენ სომალის სანაპიროსთან მეკობრეობისა და ზღვაზე შეიარაღებული ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლაში — და რომელთა შესახებაც სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ წინასწარ აცნობა გენერალურ მდივანს — შეეძლოთ მიემართათ ყველა საჭირო, სომალისთვის შესაფერისი ზომისთვის, რათა აღეკვეთათ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც სომალის ტერიტორიას მსგავსი ქმედებების დასაგეგმავად, ხელშესაწყობად ან განსახორციელებლად იყენებდნენ.

გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მოქმედებითა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული რეზოლუცია 1851-ის (2008) ერთხმად მიღების გზით, უშიშროების საბჭომ მოუწოდა ყველა იმ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სომალის სანაპიროსთან მეკობრეობისა და ზღვაზე შეიარაღებული ყაჩაღობის აღკვეთაში სამხედრო-საზღვაო ხომალდებისა და სამხედრო ავიაციის განლაგების, აგრეთვე აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას გამოყენებული ნავებისა და იარაღის ჩამორთმევისა და განკარგვის გზით. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის 2008 წლის 9 დეკემბრის წერილს, რომლითაც იგი საერთაშორისო დახმარებას ითხოვდა რეგიონში მეკობრეობისა და შეიარაღებული ყაჩაღობის მკვეთრ ზრდასთან დასაპირისპირებლად

უშიშროების საბჭომ მოუწოდა ყველა ამ სახელმწიფოსა და რეგიონულ ორგანიზაციას, გააფორმონ სპეციალური შეთანხმებები ან გარიგებები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ მეკობრეთა პატიმრობაში აყვანა, რათა ამ უკანასკნელი ქვეყნებიდან ხომალდებზე განთავსდნენ სამართალდამცავი ოფიციალური პირები. აღნიშნული მიზნად ისახავს ამ რეზოლუციის საფუძველზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაკავებულ პირთა მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურების გამარტივებას.[1]

რეზოლუციის მიღებამ საფუძველი ჩაუყარა სომალის სანაპიროსთან მეკობრეობის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის (CGPCS) შექმნას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „SECURITY COUNCIL AUTHORIZES STATES TO USE LAND-BASED OPERATIONS IN SOMALIA, AS PART OF FIGHT AGAINST PIRACY OFF COAST, UNANIMOUSLY ADOPTING 1851 (2008)“. United Nations. December 16, 2008.