გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1817
| გაეროს უს რეზოლუცია 1817 | |
|---|---|
| თარიღი | 11 ივნისი, 2008 |
| სხდომა № | 5,907 |
| კოდი | S/RES/1817 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება ავღანეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1817 მიღებულია 2008 წლის 11 ივნისს.
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უშიშროების საბჭომ, გამოხატა უკიდურესი შეშფოთება ავღანეთში და მის შიგნით იმ ქიმიური ნაერთების ფართომასშტაბიანი კონტრაბანდის გამო, რომლებიც უკანონოდ გამოიყენება ჰეროინის გასაწმენდად, დღეს მოუწოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას, დაეხმარონ ქიმიური პრეკურსორების წარმოებასა და ვაჭრობაზე საერთაშორისო და რეგიონული კონტროლის გამკაცრებაში, რათა თავიდან იყოს აცილებული მათი მოხვედრა უკანონო ბაზრებზე.
უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ ავღანეთში წარმოებული ოპიუმის უდიდესი ნაწილი ახლა უკვე ქვეყნის შიგნითვე მუშავდება.საბჭომ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ქიმიური პრეკურსორებით საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის პროცესში, განსაკუთრებით კი ძმარმჟავას ანჰიდრიდზე. აღნიშნული ნივთიერება ლეგალურად გამოიყენება ფარმაცევტულ, ტექსტილისა და ტყავის მრეწველობაში, თუმცა, ამავდროულად, იგი წარმოადგენს აუცილებელ პრეკურსორს ოპიუმის მორფინის ფუძედ და ჰეროინად გარდასაქმნელად.
პარიზის საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც ავღანეთის მხარდასაჭერად იმართება, რეზოლუციამ მოუწოდა მონაწილეებს, წარმოადგინონ „კონკრეტული წინადადებები“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქიმიური პრეკურსორების უკანონო მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა. ეს განხილვები უნდა წარიმართოს ავღანეთის ეროვნული განვითარების სტრატეგიისა და ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ანტინარკოტიკული საქმიანობის გაძლიერების მიზნით.
რეზოლუციამ ასევე ხაზი გაუსვა ავღანეთის ნარკოპრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის მნიშვნელობას და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს — განსაკუთრებით ავღანეთს, მის მეზობელ პრეკურსორების მწარმოებელ ქვეყნებსა და ტრანზიტულ სახელმწიფოებს — სრულად დაიცვან გაეროს კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. ეს აუცილებელია იმ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც კრიმინალური ქსელები იყენებენ ლეგალური საერთაშორისო ვაჭრობიდან პრეკურსორების მოსაპარად.
საბჭომ მოუწოდა როგორც იმპორტიორ, ისე ექსპორტიორ ქვეყნებს, გააძლიერონ პრეკურსორების გადაადგილების რეგულირება და მონიტორინგი. უშიშროების საბჭომ მოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობა, რათა ავღანეთს აღმოუჩინონ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ამ სფეროებში ეროვნული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის სასაზღვრო პოლიციისა და საბაჟო ოფიცრების გადამზადებისა და აღჭურვის მნიშვნელობას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ქიმიური პრეკურსორების აღმოჩენა, სკანირება, დასაწყობება, ტრანსპორტირება და განადგურება.
კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის წარმომადგენელი ჟან-პიერ ლაკრუა, ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. მან მიესალმა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ავღანეთის ძალისხმევას ნარკოტრაფიკთან ბრძოლასა და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებაში. ხვალინდელი პარიზის დონორთა კონფერენცია საერთაშორისო თანამეგობრობას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება თანამშრომლობისადმი.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||