გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1812
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| გაეროს უს რეზოლუცია 1812 | |
|---|---|
| თარიღი | 30 აპრილი, 2008 |
| სხდომა № | 5882 |
| კოდი | S/RES/1812 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია სუდანში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1812 მიღებულია ერთხმად 2008 წლის 30 აპრილს. საბჭომ დაადგინა, რომ სუდანში არსებული ვითარება კვლავინდებურად საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რის საფუძველზეც, სხვა საკითხებთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება:[1]
- გაეხანგრძლივებინა სუდანში გაეროს მისიის (UNMIS) მანდატი 2009 წლის 30 აპრილამდე, მისი შემდგომი პერიოდებით გაგრძელების განზრახვით.
- ეთხოვა გენერალური მდივნისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში უშიშროების საბჭოსთვის UNMIS-ის მანდატის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
- ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების (CPA), დარფურის სამშვიდობო შეთანხმებისა და 2006 წლის ოქტომბრის აღმოსავლეთ სუდანის სამშვიდობო შეთანხმების ყველა ელემენტის სრული და ოპერატიული იმპლემენტაციის მნიშვნელობისთვის.
- მოუწოდა ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ ეცათ პატივი აღნიშნული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებისთვის.
მასთან დაკავშირებული რეზოლუციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Resolution 1812. United Nations Security Council (30 April 2008).
| |||||