შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1797

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1797

გაეროს დროშა
თარიღი 30 იანვარი, 2008
სხდომა № 5,828
კოდი S/RES/1797 (დოკუმენტი)
თემა ვითარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1797 მიღებულია 2008 წლის 30 იანვარს.

უშიშროების საბჭომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პოსტ-ტრანზიციულ პერიოდში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისადმი, დღეს უფლებამოსილება მიანიჭა იქ არსებულ გაეროს მისიას, დახმარება გაუწიოს კონგოს ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნების ორგანიზებაში, მომზადებასა და ჩატარებაში.

საფრანგეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია 1797-ის (2008) ერთხმად მიღებისას, საბჭომ გადაწყვეტილება დააფუძნა გენერალური მდივნის რეკომენდაციებს, რომლებიც საბჭოს წარედგინა 2007 წლის 11 ოქტომბრისა და 30 ნოემბრის წერილებით (დოკუმენტი S/2007/694), ასევე მის 2007 წლის 14 ნოემბრის ანგარიშს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს ორგანიზაციის მისიის (MONUC) შესახებ (დოკუმენტი S/2007/671).

საბჭოს წევრების მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი არჩევნებისათვის MONUC-ის (გაეროს მისია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) მიერ გაწეული მხარდაჭერის ხარჯებს, 30 ნოემბრით დათარიღებულ წერილს თან ერთვის წინასწარი შეფასებები. MONUC-თან დაკავშირებით განხორციელებული ბოლო ქმედებისას, 2007 წლის 21 დეკემბერს, საბჭომ 1794-ე რეზოლუციის (2007) მიღებით მისიის მანდატი 2008 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელა.

სხდომის განმავლობაში, საბჭოს პრეზიდენტმა, ჯადალა ეტალჰიმ (ლიბია), ასევე წაიკითხა განცხადება, რომელშიც მიულოცა პრეზიდენტ ჯოზეფ კაბილას, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კივუში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ამ ღონისძიების წარმატებით დასრულება, რომელიც გომაში 6-დან 23 იანვრამდე მიმდინარეობდა.

საბჭო განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კივუს შეიარაღებულმა ჯგუფებმა აიღეს ვალდებულება: დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, დაიწყონ თავიანთი ძალების გაყვანა და მკაცრად დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა ნორმებს, როგორც ეს გაწერილია მთავრობის მიერ 23 იანვარს ხელმოწერილ ვალდებულებათა დეკლარაციებში.

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საბჭომ მხედველობაში მიიღო მთავრობის დაპირება, რომ მოითხოვდა პარლამენტისგან ამნისტიის კანონის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს საომარ მოქმედებებსა და ამბოხებებს,აგრეთვე საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ამნისტიის სფეროდან ამოღებულია გენოციდი, ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council authorizes United Nations Organization Mission in Democratic Republic of Congo to organize, conduct local elections“. United Nations. January 30, 2008.